Thursday 11 November 2010

daavadeba

ფოთლების დაწვის შედეგად გამოყოფილი კვამლი თუ ქლორთან შევიდა რეაქციაში, ქარმოიქმნება დიოქსინი, რომელსაც სამგვარი მავნე ზემოქმედება ახასიათებს ადამიანის ორგანიზმზე: ტერატოგენური, მუტოგენური და კანცეროგენური..
ბენზინში გარეული ტყვიის ტეტრაეთილის წყალობით ტყვიით არის დაბინძურებული ჩვენს ქალაქში ჰაერი, ორგანიზმში ხდება ტყვიის დაგროვება, ფილტვებში დალექვა..
ატმოსფერული სმოგის წყალობით კი არაერთხელ დაღუპულან ადამიანები მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში, მარტო ლონდონში თუ სწორად მახსოვს 2000 ადამიანი იმსხვერპლა სმოგმა ერთ კვირის განმავლობაში. ყველაფერი კი იმით დაიწყო რომ ქალაქში ნისლი ჩამოწვა, ატმოსფეროში ტემპერატურული ინვერსია აღარ ხდებოდა, და ამ ყველაფერმა მიგვიყვანა იმ შედეგამდე, რაც ისტორიაში "ლონდონის სმოგის" სახელითაა ცნობილი.
ასევე იაპონიაში ქალაქ მინამატეში ვერცხლისწყლის წყალსატევებში ჩაშვების შემდეგ, კვების ჯაჭვში მოხდა ვერცხლისწყლის კონცენტრირება და გაათმაგებულად დაუბრუნდა ადამიანებს...

No comments:

Post a Comment